ლაშა ფარულავა: პირადად მე, ვარ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ - ეს პარტია არის სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი

ლაშა ფარულავა: პირადად მე, ვარ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ - ეს პარტია არის სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი

პირადად მე, ვარ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და ეს აღქმა აქვს თითქმის უმრავლესობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა არის მათთვის ყველაზე ძვირფასი.

„პირადად მე, ვარ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და ეს აღქმა აქვს თითქმის უმრავლესობას. იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ სხვა აღქმები, ამ პარტიაში დამარცხდნენ. ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ კარს გაუღებს ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც აპირებს ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

პატიმარი სააკაშვილის განცხადება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ახალმა სახეებმა უნდა მიიღონ, განხილვის თემაა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარტიას განახლება მართლაც ჭირდება. ნაწილისთვის, კი სააკაშვილის ეს განცხადება, არაფერს ცვლის.

თომა ბოტასის მადლი გეწეოდეს!
1 წლის უკან