ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, იქნებ ავანსად მაინც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები ხედავენ საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ძალიან კარგად ვხედავ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხედავენ საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ძალიან კარგად ხედავენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი კავშირი არ აქვს ამ სურვილთან. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, იქნებ ავანსად მაინც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.