„ქრონიკის“ ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ შსს-სთან მჭიდრო თანამშრომლობით მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისათვის ერთი პირი დააკავა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ შსს-სთან მჭიდრო თანამშრომლობით მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისათვის ერთი პირი დააკავა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მძიმე დანაშაულის, მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისათვის ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, „ავერსის“ კლინიკის ტერიტორიაზე მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებიდან გაქცეული მსჯავრდებულები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მათთან კომუნიკაციის შედეგად მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ მსჯავრდებულებს ჩადენილი ჰქონდათ მძიმე დანაშაული, მან ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.