ნეთანიაჰუ ისრაელელ სამხედროებს: ეს არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. არ ვიტყვით უარს ჩვენს მისიაზე, ვიდრე სინათლე არ დაამარცხებს სიბნელეს, სიკეთე - უკიდურეს ბოროტებას

ნეთანიაჰუ ისრაელელ სამხედროებს: ეს არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. არ ვიტყვით უარს ჩვენს მისიაზე, ვიდრე სინათლე არ დაამარცხებს სიბნელეს, სიკეთე - უკიდურეს ბოროტებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ Facebook-ზე „ცაჰალის“ ჯარისკაცებსა და მეთაურებს მიმართავს და აცხადებს, რომ „ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის სინათლის გამარჯვებით უნდა დასრულდეს, ბოროტება კი სიკეთემ უნდა დაამარცხოს“.

„ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომი წარმოადგენს მორიგ ფურცელს ებრაელი ხალხის მრავალი თაობის ბრძოლაში. ეს არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. არ ვიტყვით უარს ჩვენს მისიაზე, ვიდრე სინათლე არ დაამარცხებს სიბნელეს, ვიდრე სიკეთე არ დაამარცხებს უკიდურეს ბოროტებას, რომელიც ჩვენ და მთელ მსოფლიოს ემუქრება. ძვირფასო გმირებო, როდესაც მისიის შესრულებას გავალებთ, დარწმუნებული ვარ, რომ დავამარცხებთ ჩვენს მტრებს. გენდობით, მეამაყებით და მიყვარხართ“, - წერს ნეთანიაჰუ Facebook-ზე.