კულება: უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა არ სუსტდება

კულება: უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა არ სუსტდება

უკრაინა არ გრძნობს, რომ რუსეთთან ომი საერთაშორისო დახმარება სუსტდება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, პირიქით, კიევმა მიიღო დაპირება ყველა დონეზე, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება.

კულება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ დაიძაბება. „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტ რესურს წაიღებს“, - აღნიშნა კულებამ.