თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე წერილი უკვე გაგზავნილია და მასში არ არის არც ერთი ფრაზა, რაზეც სალომე სამადაშვილი საუბრობდა

თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე წერილი უკვე გაგზავნილია და მასში არ არის არც ერთი ფრაზა, რაზეც სალომე სამადაშვილი საუბრობდა

საპარლამენტო ოპოზიციის წარმოადგენელი 13 ქალის წერილი არავის არსად მიაქვს, ეს წერილი გავზავნე ევროპული კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

თეონა აქუბარდიას კითხვა დაუსვეს „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილი განცხადებაზე, სადაც სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს რუსული ხელისუფლება მართავს და 13 ქალი დეპუტატის წერილი პირადად ჩააქვს ბრიუსელში და ამ გზავნილით ჩასვლა ხელს ხომ არ შეუძლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, რაზეც თეონა აქუბარდიამ აღნიშნა: „წერილში არც ერთი ასეთი ფრაზა არ არის“.

მისივე თქმით, ამ წერილს აწერს ხელს ყველა პოლიტიკურ ჯგუფი ისევე, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ქალები.

„თქვენ შეგიძლიათ, წერილი ნახოთ და ამის შესაბამისად იმსჯელოთ. ეს წერილი არავის არსად არ მიაქვს, ეს წერილი ჩემ მიერ იქნება გაგზვანილი როგორც ევროპული კომისიის პრეზიდენტის სახელზე, ასევე მის კაბინეტში. ამ წერილს ელოდებიან, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია. თუ განსხვავებული პოზიცია არსებობს, ეს არ არის საერთო პოზიცია. საერთო პოზიციას გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ წერილი. წერილში არის აბსოლუტურად განსხვავებული მიმართვის ფორმა ისევე, როგორც განსხვავებული შინაარსი. შესაბამისად, მიუხედავად განსხვავებული საჯარო პოზიციისა, ამ წერილში არის შეთანხმებული პოზიცია უმნიშვნელოვანეს რამეზე. წერილი მიდის დღესვე. მას შემდეგ თუ პირადად სურთ წერილის გადაცემა, სადაც ერთობლივი პოზიციაა, მათ ეს შეუძლიათ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

საპარლამენტო ოპოზიციის 13 ქალი დეპუტატი ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართავს.