ვატო შაქარიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუსას კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს დამაზიანებელი არაერთი გზავნილი

ვატო შაქარიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუსას კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს დამაზიანებელი არაერთი გზავნილი

საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ იხილა მისი [სალომე ზურაბიშვილის] ინტერვიუ ამერიკულ ტელეარხზე, სადაც მან კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს დამაზიანებელი არაერთი გზავნილი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რას ამბობს ქალბატონი სალომე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელმძღვანელობა მთელი ხუთი წლის განმავლობაში ვერც კი იცლის არათუ შეხვედრისთვის, არამედ ერთი სატელეფონო ზარისთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტთან სასაუბროდ. ეს არის ძალიან დიდი სკანდალი. ამ საკითხს სჭირდება პასუხები. როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის, საქართველო-აშშ-ს რომ სტრატეგიული ურთიერთობები აქვს, დაგვცინის შეიძლება ითქვას“, - განაცხადა შაქარიშვილმა.