გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე რუს დივერსიულ ჯგუფთან დაკავშირებით: ასეთი განცხადებები არის პრევენციისთვის, რუს სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ქართველი აგენტებისთვის

გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე რუს დივერსიულ ჯგუფთან დაკავშირებით: ასეთი განცხადებები არის პრევენციისთვის, რუს სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ქართველი აგენტებისთვის

ასეთი განცხადებები არის პრევენციისთვის, რუსულ სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ქართველი აგენტებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თუ ვინმე თავს იტყუებს, რომ სუს-ი ახლა გამოიძიებს რუსეთთან დაკავშირებულ ადამიანებთან საქმეებს, შეუძლია ამის ცრუ ილუზია ჰქონდეს. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ასეთ განცხადებებს - სააკაშვილი იქნება, თუ სხვა, რაც მეტი ინფორმაცია გვექნება, უკეთესია. ასეთი განცხადებები არის პრევენციისთვის, რუსულ სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ქართველი აგენტებისთვის“, - აღნიშნა ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფი გადაადგილდებიან, „ქართული ოცნებისთვის“ პატიმრის მხრიდან ყურადღების მიქცევის მორიგი მცდელობაა. პატიმარი სააკაშვილი სუს-ს ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ეუბნება და მიზეზს სოციალურ ქსელში განმარტავს.