პრემიერი-სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 20 მილიონი ლარი, საიდანაც 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს და 5 მლნ ლარი მიემართება დამსახურებული სპორტსმენების,მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სპორტის მიმართულებით გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა.
„სპორტის მიმართულებით დამატებით გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს, აქედან 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს და 5 მლნ ლარი მიემართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.