გურამ მაჭარაშვილი სერგი კაპანაძის სტატიაზე: ამ საწყალ კანდიდატის სტატუსს როგორც სვავები, ისე დასტრიალებენ

გურამ მაჭარაშვილი სერგი კაპანაძის სტატიაზე: ამ საწყალ კანდიდატის სტატუსს როგორც სვავები, ისე დასტრიალებენ

ამ საწყალ კანდიდატის სტატუსს როგორც სვავები, ისე დასტრიალებენ, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი სერგი კაპანაძის სტატიას, სათაურით - „საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს“, რომელსაც გამოცემა „თრანზიშნ მედია“ აქვეყნებს.

„ამ საწყალ კანდიდატის სტატუსს როგორც სვავები, ისე დასტრიალებენ. ცოტა რომ გამოიხედა თვალებში კანდიდატის სტატუსმა და უნდა გაცოცხლდეს, ყვავ-ყორნები არასამთავრობოებისა და სერგი კაპანაძის სახით ახლა ჯიჯგნიან ამ კანდიდატის სტატუსს, რომ როგორმე არ მიაღწიოს 8 ნოემბრამდე და მერე 15 დეკემბრამდე ცოცხალმა და როგორმე იქამდე მოკლან. ვარწმუნებ ყველას, საქართველო იყო და იქნება, მიუხედავად ამ ყვავ-ყორნებისა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„თრანზიშნ მედიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სერგი კაპანაძე წერს, რომ ბედის ირონიით, საქართველომ შესაძლოა წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ბლოკის 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი შეფასდა შესრულებულად.