გეხვეწებით, ავანსად მაინც მოგვეცით ეს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ერთადერთი გზა დარჩა, რომ ვთხოვოთ ევროპელებს - გეხვეწებით, ავანსად მაინც მოგვეცით ეს კანდიდატის სტატუსი. დღესავით ნათელია, რომ საბოტაჟში არის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ვაშაძემ.
ზუსტად 8 ნოემბერს ცნობილი გახდება გაფართოების ანგარიში, საიდანაც გაირკვევა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა რეკომენდაციას აძლევს ევროკომისია ევროპულ საბჭოს.
„თრანზიშნ მედიაში" გამოქვეყნებულ სტატიაში სერგი კაპანაძე წერს, რომ ბედის ირონიით, საქართველომ შესაძლოა წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ბლოკის 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი შეფასდა შესრულებულად.