ჰადას მეიცადი: ჩვენ ვართ ომში, რომელიც ბარბაროსულად დაიწყო და ვიბრძვით არამხოლოდ ისრაელისთვის, არამედ კაცობრიობისთვის

ჰადას მეიცადი: ჩვენ ვართ ომში, რომელიც ბარბაროსულად დაიწყო და ვიბრძვით არამხოლოდ ისრაელისთვის, არამედ კაცობრიობისთვის

ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით კი წელს. მოგეხსენებათ რაც ხდება დღეს ისრაელში, - განაცხადა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰადას მეიცადმა, რომელიც ჩოხატაურში, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ისრაელელ და ქართველ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს დაესწრო.

„ჩვენ ვართ ომში, რომელიც ბარბაროსულად დაიწყო. ჩვენ ვიბრძვით ამ ომში არამხოლოდ ისრაელისთვის, არამედ კაცობრიობისთვის. ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა ტერორის წინააღმდეგ. ჰამასი კარგად შეიარაღებულია და დრო დაგვჭირდება გამარჯვებისთვის“, - განაცხადა მეიცადმა.