საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკის, GIZ და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და GCMC - ის ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო რუმსში, სამშენებლო სექტორის B2B ღონისძიება 3 ნოემბერს გაიმართება.
ღონისძების მიზანი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, ადგილობრივი წარმოების და ბაზრის განვითარება, იმპორტდამოკიდებულების შემცირება და საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობაა.
ფორუმის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები პრეზენტაციებს წარადგენენ და მასალების მწარმოებლებსა და დეველოპერულ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება. ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება თემაზე : დეველოპერული და სამშენებლო მასალების წარმოების სექტორების მიმოხილვა და პროგნოზები.
,,ჩვენი ქვეყანა სამშენებლო მასალების კუთხით დიდწილად იმპორტზე არის დამოკიდებული. თუმცა ბოლო პერიოდში წარმოების ხარისხი, მრავალფეროვნება და მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გვინდა, რომ იმპორტდამოკიდებულება ჩანაცვლდეს და ადგილობრივმა წარმოებამ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სამშენებლო სექტორში. შესაბამისად, ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებასა და სამშენებლო სექტორს შორის ბიზნეს კავშირების გამყარებას. კლასტერის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ გაყიდვების ხელშეწყობაა, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს B2B ღონისძიება სექტორს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება“, - აცხადებს მარიამ ცაიშვილი, სამშენებლო მასალების კლსტერის (gcmc) ხელმძღვანელი.
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. აღნიშნული ღონისძიებაც ამის დასტურია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, სამშენებლო B2B ფორუმი იმართება, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და იმპორტდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებთ ბიზნესის წახალისებას და მსგავსი პროექტების მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია.“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
რეგისტრაცია შესაძლებელია ხვალ საღამომდე, მსურველები ეწვიეთ ბმულს.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბანკი, GIZ, GNARE, ICCA, FIABCI Georgia, Enterpreneur, Business Insider Georgia, BMG, Prospect