ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია ჩართული იყო იმ აგიტაციაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭებისკენ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს სიმართლე თქვა ხათუნა სამნიძემ

ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია ჩართული იყო იმ აგიტაციაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭებისკენ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს სიმართლე თქვა ხათუნა სამნიძემ

მთელი მათი რიტორიკა აგებული იყო იმაზე, რომ ქვეყანა არ მიიღებდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ეს ვითარება იცვლება. შესაბამისად, მათ უწევთ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა და აქ გამოჩნდა მათი არათანმიმდევრობა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე შეაფასა ხათუნა სამნიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს.

„სამნიძე უკვე მეორედ ხდება თავისი ოპოზიციონერი კოლეგების ბულინგის მსხვერპლი. პირველად ეს იყო როდესაც მან მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანის კანდიდატურას და მეორედ ახლა, როდესაც მან გაიმეორა ის სიმართლე, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამტკიცებდით. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია ჩართული იყო იმ აგიტაციაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭებისკენ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს სიმართლე თქვა ხათუნა სამნიძემ და, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია დანარჩენი ოპოზიციონერების განაწყენება. ეს ბულინგის ამის ლოგიკური გამოხატულებაა. ჩვენ ამას ვამბობდით დიდი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ სხვა სუბიექტები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში“, - აღნიშნა კობახიძემ.