„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი იზრდება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე, რომ 50/50-ზე იყო შანსები [კანდიდატის სტატუსის მიღების], თუმცა დღეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი და თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ბოლომდე სათანადოდ იქნება მიყვანილი. პრაქტიკულად უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ.