სოსო ფხაკაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“: ასეთი ტიპის საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში

სოსო ფხაკაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“: ასეთი ტიპის საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში

სწორედ ასეთი ტიპის მასშტაბური ფორუმები, ასეთი ტიპის საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნამდე განაცხადა.

„როგორც წესი, ასეთი ტიპის ურთიერთობები იძლევა ახალ საშუალებებს, ქმნის ახალ ფანჯარას როგორც ქვეყნისათვის, ასევე ბიზნესისთვის. ამის შემდეგ იქმნება ხოლმე ახალი ურთიერთობები კომპანიებს შორის, რაც გადაითარგმნება ახალ ინვესტიციებში“, - განმარტა ფხაკაძემ