ბარამიძე მელიას: შენ გგონია, რომ მიშას გარეშე რაღაცას მიაღწევდი?! ასე აგივარდა უკვე თავში?! მოსახვევებში ცოტა რბილად

ბარამიძე მელიას: შენ გგონია, რომ მიშას გარეშე რაღაცას მიაღწევდი?! ასე აგივარდა უკვე თავში?! მოსახვევებში ცოტა რბილად

ჩემო ნიკა, მე მიშა სააკაშვილამდე ვარ პოლიტიკაში მოსული და მიშა სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მე გავაცანი ზურა ჟვანიას, - ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: გია რომ ხარ ბარამიძე, კიდევ ლოგინს მიჯაჭვული სააკაშვილით გინდა ფონს გახვიდე? ადექი და  მიშასთვის იბრძოლე.

„საერთოდ არეული აქვს კომპასი. თვითონაც იცის, რომ ამ გუნდის კაპიტანი არის მიხეილ სააკაშვილი და დაანებოს თავი კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან ბრძოლას. კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან ბრძოლას ეს ხელისუფლება ისედაც მოახერხებს ნიკა მელიას გარეშე. თუ  რამე შეგიძლია საქართველოსთვის გააკეთო, ერთად გავაკეთოთ.

მიხეილ სააკაშვილი რატომღაც ავიწყდება თავის მსჯელობებში. ვითომ მიშა არ არსებობდეს. გუშინ სადღაც წავიკითხე, მე მომმართავდა, გია ბარამიძეს სააკაშვილის დახმარებით უნდა გავიდეს ფონსო. ჩემო ნიკა, მე მიშა სააკაშვილამდე ვარ პოლიტიკაში მოსული და მიშა სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მე გავაცანი ზურა ჟვანიას, სიაში ჩავსვით, ნიჭიერ ადამიანს გზა გაუკაფეთ, ჩემზე წინ წავიდა დ მე რაღაცას წარმოვადგენდი. შენ გგონია, რომ მიშას გარეშე რაღაცას მიაღწევდი?! ასე აგივარდა უკვე თავში?!  ამიტომ, ძალიან გთხოვ, მოსახვევებში ცოტა რბილად “, - განაცხადა გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.