შალვა პაპუაშვილი: ევროკომისიისგან მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალისხმევა შეფასდება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია წელიწადნახევრის განმავლობაში, ეს ძალისხმევა იქნება დაფასებულიც და შეფასებულიც

შალვა პაპუაშვილი: ევროკომისიისგან მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალისხმევა შეფასდება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია წელიწადნახევრის განმავლობაში, ეს ძალისხმევა იქნება დაფასებულიც და შეფასებულიც

მინდა, ევროკომისიას მადლობა გადავუხადო, ბოლო პერიოდში ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათთან კომუნიკაციით და შეთანხმებით გატარდა, ინიცირებული იქნა, მათ შორის შინაარსობრივად იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რაც გავითვალისწინეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველომ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტისას იყო განხილული, ცვლილებები განახორციელა.

„თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იყო და აქედან გამომდინარე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ყველა იმ საკითხს, რაზეც საუბარი იყო საქართველოში ბორელის ყოფნის დროს, კეთილსინდისიერად ვუპასუხეთ და ცვლილებები განვახორციელეთ. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალისხმევა შეფასდება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია წელიწადნახევრის განმავლობაში. შესაბამისად, ეს ძალისხმევა იქნება დაფასებულიც და შეფასებულიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.