ვეთანხმები ყველა პარტნიორსა და ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენი ადგილია ევროპაში და საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებ, ვეთანხმები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პრეზიდენტსა და ჩვენს ოპოზიციას ვერ წამოვაცდენინეთ, რომ დღევანდელი მოცემულობით საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, თორემ, ყველა ობიექტური დამკვირვებელი ობიექტური შეფასებისას ამას აღიარებს. ჩვენ გვაქვს რეალური ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საქართველო იმსახურებს კიდევაც და მიიღებს კანდიდატის სტატუსს. მოლოდინები გაზრდილია და დიდი უსამართლობა იქნება, თუ ეს მოლოდინები არ გამართლდება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.