„ცაჰალი“: 7 ოქტომბრის თავდასხმამდე ირანმა „ჰამასს“ პირდაპირი დახმარება გაუწია

„ცაჰალი“: 7 ოქტომბრის თავდასხმამდე ირანმა „ჰამასს“ პირდაპირი დახმარება გაუწია

7 ოქტომბრის თავდასხმამდე ირანმა „ჰამასს“ პირდაპირი დახმარება გაუწია, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„ომის დაწყებამდე ირანმა „ჰამას“ პირდაპირი დახმარება გაუწია. საუბარია წვრთნებზე, იარაღის მიწოდებაზე, ფინანსებზე და ტექნოლოგიურ „ნოუ ჰაუზე“, - განაცხადა ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ახლაც ირანი „ჰამასს“ სადაზვერვო ინფორმაციით ეხმარება.