„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ბეირუთში „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრ სალეჰ ალ-ნურის და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერ ზიად ნახალეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ Times of Israel-ი ავრცელებს.
სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე განხილული იყო ის სათანადო ზომები, რომელთა მიღებაც აუცილებელია ღაზასა და პალესტინაში გამარჯვების მისაღწევად.