იოხევედ ლიფშიცმა, რომელიც „ჰამასმა“ ორშაბათს გაათავისუფლა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ჯოჯოხეთი გაიარა ღაზაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
85 წლის ლიფშიცი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი ღაზაში.
"[რაც მოხდა] მტკივნეული იყო. რთული იყო, მაგრამ ამას გადავლახავთ", - აღნიშნა იოხევედ ლიფშიცმა.
ორშაბათს ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ორი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
ტერორისტულ ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მძევლების გათავისუფლება ყატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მოხდა.