ნიკოლოზ სამხარაძე ლომჯარია-ზურაბიშვილის შესაძლო ალიანსზე: ასეთ პოლიტიკურ ძალას წარმატებას არ ვუსურვებ, მაგრამ ეს მათი ნებაა

ნიკოლოზ სამხარაძე ლომჯარია-ზურაბიშვილის შესაძლო ალიანსზე: ასეთ პოლიტიკურ ძალას წარმატებას არ ვუსურვებ, მაგრამ ეს მათი ნებაა

თუ პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და მას სურს, რომ მანამდე გადადგეს, პოლიტიკური პარტია შექმნას ლომჯარიასთან ერთად და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, კი ბატონო, შეიძლება ასეთი გეგმა არსებობდეს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ ძალას წარმატებას არ ვუსურვებ, მაგრამ ეს მათი ნებაა“, - აღნიშნა სამხარაძემ.