ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის განცხადებით, ჯარი მზადაა სახმელეთო ოპერაციისთვის, რომლის გადადებაც ტაქტიკური და სტრატეგიული ფაქტორებით არის განპირობებული.
მისივე თქმით, „ჰამასი“ უკვე ნანობს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
„მზად ვართ ამისთვის. ისრაელის თავდაცვის ძალებმა და სამხრეთის სარდლობამ მოამზადეს ხარისხიანი გეგმა, რომელიც საჭიროა ომის მიზნების მისაღწევად. სახმელეთო ოპერაციისთვის მზად ვართ და სწორ დროსა და ფორმას პოლიტიკურ ხელისუფლებასთან ერთად შევარჩევთ“, - განაცხადა ჰალევიმ.