ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პრეზიდენტი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა.
„[პრეზიდენტთან] განხილვის თემა იყო მოახლოებული პასუხი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს. ვისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ბოლო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - აღნიშნა წითლიძემ.