ხერხემლის პრობლემები და რეაბილიტაცია

ხერხემლის პრობლემები და რეაბილიტაცია

ხერხემალი ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთავარი ღერძია.  დროთა განმავლობაში დგენერაციული პროცესების პარალელურად პრობლემა შეიძლება    გამოვლინდეს  მის ნებისმიერი ნაწილში. დაზიანება უმეტესად გვხვდება მალების, მალთაშუა დისკების და ირგვლივმდებარე  სხვა  სტრუქტურების  არეში.  ამგვარი დაზიანებები ხშირად იწვევს ტკივილს და შეზღუდულ მობილობას.

 ხერხემლის ფართოდ გავრცელებული რამდენიმე პრობლემა და  რეაბილიტაციის მნიშვნელობაა:

  • თიაქარი : როდესაც მალთაშუა რბილი, გელის მაგვარი დისკი გარე შრეში გამოდის, ხშირ შემთხვევაში აწვება ახლოს მდებარე ნერვულ ბოჭკოებს, რაც იწვევს ტკივილის, დაბუჟებას ან სისუსტეს. ამ დროს რეაბილიტაცია შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ფიზიოთერაპიას , ვარჯიშებს კუნთების გასაძლიერებლად, პოზის გასაუმჯობესებლად და დაზიანების ადგილზე ზეწოლის შესამცირებლად.
  • დისკის დეგენერაციული დაავადება : გულისხმობს მალთაშუა დისკების თანდათანობით განლევას. რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ტკივილის შემსუბუქებას და მოქნილობის გაუმჯობესებას სამკურნალო ვარჯიშებით, ფიზიოთერაპიით და ცხოვრების წესის შეცვლით.
  • სქოლიოზი: ხერხემლის გამრუდებაა. რეაბილიტაცია, როგორც წესი, მოიცავს სპეციფიურ სამკურნალო ვარჯიშებს. მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე შესაძლოა საჭირო იყოს  სხვა თერაპია.
  • ხერხემლის მოტეხილობები: რეაბილიტაცია ხშირად გადამწყვეტ მნიშვნელობას ასრულებს ხერხემლის მოტეხილობების მკურნალობაში. განსაკუთრებით ხანდაზმულებში კომპრესიული მოტეხილობების დროს.
  • სპონდილოლისთეზი: მდგომარეობა როდესაც მალას აღარ აქვს თავისი ნორმალური მდებაროება და არის დახრილ მდგომარებაში.  რეაბილიტაცია გულისხმობს სხვადასხვა ფიზიოპროცედრურებს, რომელიც ტარდება ტკივილის და დისკომფორტის შესამცირებლად.
  • ზურგის ტვინის დაზიანება: ხერხემლის ისეთი ტრავმები რომლის დროსაც ზიანდება ზურგის ტვინი, საკმაოდ რთული და საყურადღებოა. შესაბამისად ამ დროს საჭიროა ინტენსიური რეაბილიტაცია.
  • პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაცია: ხერხემლის სვეტზე ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რეაბილიტაცია აუცილებელია ჩვეული აქტივობების აღდგენისათვის. რეაბილიტაცია მოიცავს სამკურნალო ვარჯიშებს, ტკივილის მართვას და სხვადასხვა თერაპიებს.

ხერხემლის ყველა ზემოთხსენებული პრობლემების რეაბილიტაციის პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვას უზრუნველყოფს “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრი - rehabilitation.ge. ცენტრი გთავაზობთ თერაპიების ფართო სპექტრს, რომელიც  პერსონალურად არის მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.