საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს ზაზა დამენიას 51 წელი შეუსრულდებოდა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.