რომან გოცირიძე ოლექსი დანილოვის განცხადებაზე: არსად ამბობს, ომი დავიწყოთო

რომან გოცირიძე ოლექსი დანილოვის განცხადებაზე: არსად ამბობს, ომი დავიწყოთო

პარლამენტის წევრი, ოპოზიციონერი რომან გოცირიძე უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„არსად ამბობს, ომი დავიწყოთო. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმომიდგენია მშვიდობიანი გზით. ნათქვამი იყო, რომ დეოკუპაციის გზა არის მშვიდობიანი გზა, მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებში. დანილოვი ამ განცხადებაში გულისხმობდა ამას და არა იმას, რომ საქართველო ტანკებით შევიდეს და დაიბრუნოს ტერიტორიები“, - აღნიშნა გოცირიძემ.

„ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი, რომ თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით, თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია“, - აცხადებს დანილოვი.