ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ორმხრივი სროლაა, ვრცელდება ინფორმაცია შეიარაღებული პირის ისრაელში შეღწევაზე

ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ორმხრივი სროლაა, ვრცელდება ინფორმაცია შეიარაღებული პირის ისრაელში შეღწევაზე

ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ორმხრივი სროლაა, ვრცელდება ინფორმაცია შეიარაღებული პირის ისრაელში შეღწევაზე. ამის შესახებ ისრაელური მედია იტყობინება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ მიიღეს შეტყობინებები ქალაქ მარგალიოტის მიმართულებით სროლის თაობაზე და ახლა ადგილზე სიტუაციას სამხედროები სწავლობენ.

მარგალიოტის მახლობლად მდებარე დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.