გრიგოლ ლილუაშვილი: თუკი, ვინმეს წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თაღლითური სქემების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის საქართველოს შესაბამისი მორეაგირე უწყებები, საქართველოს გენერალური პროკურატურის მეთაურობით

გრიგოლ ლილუაშვილი: თუკი, ვინმეს წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თაღლითური სქემების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის საქართველოს შესაბამისი მორეაგირე უწყებები, საქართველოს გენერალური პროკურატურის მეთაურობით

თუკი, ვინმეს წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თაღლითური სქემების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის საქართველოს შესაბამისი მორეაგირე უწყებები, საქართველოს გენერალური პროკურატურის მეთაურობით, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა რა რეაგირება აქვს სუს-ს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე. ლილუაშვილის განმარტებით, „ქოლ-ცენტრების“ შესახებ გამოძიებები გრძელდება, მათ შორის საერთაშორისო ფორმატით.

„ჩემი უწყება არ არის უშუალოდ გამოძიების მწარმოებელი, რადგან მუხლი არ არის ჩვენი უწყების ქვემდებარე, თუმცა ამას წარმატებით აკეთებს საქართველოს გენერალური პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შსს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, ნებისმიერ საგამოძიებო ჯგუფში ჩვენი უწყება მონაწილეობს, როგორც ოპერატიული საგამოძიებო სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ერთ-ერთ უწყებას, ანუ ამ ჯგუფში ჩვენ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს, მათ შორის საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, როდესაც ჩვენი უცხოელი კოლეგები იყვნენ ჩამობრძანებული იმ ოპერაციებში ჩვენმა სამსახურმა დიდი წვლილი შეიტანა. ასევე, იცით, ის, რაც საჯაროდ გაჟღერდა, ბატონი კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორების დაკავება, ბიზნეს-პარტნიორებში ვგულისხმობ „ქოლ-ცენტრების“საერთაშორისო თაღლითური სქემის მონაწილეებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ სწორედ ამ ძალების დაფინანსებული ოთხეულია თუ სამეული, „ანტიკორუფციული ბიურო“ თუ რაც ჰქვიათ, სწორედ ამ ჯგუფის დაფინანსებით ეწევა დეზინფორმაციას და პროპაგანდას საპირისპირო მიმართულებით. სხვათა შორის, პირადად ჩემდამი გაჟღერებული ბრალდებების ფონზე ჩემი ადვოკატის მეშვეობით მესამე ინსტანცია მოვიგეთ და ამ პირებს მოუწევთ საჯარო სივრცეში უარყოფა აღნიშნული ინფორმაციის, მათ შორის, თქვენი ტელეკომპანიების მეშვეობით, სადაც ის გაჟღერდა. ასე რომ თუკი, ვინმეს წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თაღლითური სქემების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის საქართველოს შესაბამისი მორეაგირე უწყებები, საქართველოს გენერალური პროკურატურის მეთაურობით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.