ღაზაში ორგანიზაციის უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი ჯეჰად მჰეისენი მოკლეს. ამის შესახებ „ჰამასთან“ დაკავშირებული მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, მოკლულები არიან ჯეჰად მჰეისენის ოჯახის წევრები.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს პირველი და ერთადერთი ქალი წევრი, „ჰამასის“ თანადამფუძნებლის, აბდელ აზიზ ალ-რანტისის ქვრივი ჯამილა ალ-შანტი.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.