Bild: ახლო აღმოსავლეთში ოპერაციების ჩასატარებლად გერმანიამ კვიპროსში სპეცრაზმი გადაისროლა

Bild: ახლო აღმოსავლეთში ოპერაციების ჩასატარებლად გერმანიამ კვიპროსში სპეცრაზმი გადაისროლა

ახლო აღმოსავლეთში ოპერაციების ჩასატარებლად გერმანიამ კვიპროსში სპეცრაზმის რამდენიმე ქვედანაყოფი გადაისროლა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კვიპროში ჩავიდნენ ელიტური ქვედანაყოფის, „სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობის“ (KSK) მებრძოლები, რომელთა სპეციალიზაციასაც მძევლების გათავისუფლებას წარმოადგენს.

გერმანული მედიის ცნობით, საჭიროების შემთხვევაში გერმანიამ სპეცრაზმი შეიძლება გამოიყენოს ისრაელისა და ლიბანიდან გერმანიის მოქალაქებიის ევაკუაციისთვის. გერმანიის თავდაცვის სამინისტროში KSK-ის კვიპროსში გაგზავნას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

Bild-ის ცნობით, გერმანიის მთავრობა ემზადება ახლო აღმოსავლეთში მოვლენების განვითარების ყველა სცენარისთვის, სპეცრაზმი კი შესაძლოა გამოყენებული იყოს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი გერმანელების გასათავისუფლებად, ისევე როგორც ღაზის სექტორსა და ლიბანში მომუშავე გერმანიის მოქალაქეების გამოსაყვანად.