ანრი ოხანაშვილი: ყველა ვალდებულია დაემორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილების არ შესრულებას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი

ანრი ოხანაშვილი: ყველა ვალდებულია დაემორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილების არ შესრულებას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი

ყველა ვალდებულია დაემორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების არ შესრულებას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. პირდაპირ წერია, რომ ეს კანონით ისჯება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ყველა შესაბამის უწყებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოუწევს სამართლებრივი რეაგირება შესაბამის ნაბიჯზე. პირადი სახსრებით დაფინანსება კონსტიტუციის დარღვევის ლეგიტიმაციის შემძენი არ არის“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.