ლევან ბეჟაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარკვეული ფარგლები უკვე დაუწესა პრეზიდენტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ აუკრძალონ საგარეო ვიზიტები

„ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარკვეული ფარგლები უკვე დაუწესა მოქმედების, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს საერთოდ აუკრძალონ საგარეო ვიზიტები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მთავრობა უნდა მოეშვას თამაშებს და გაითვალისწინოს, რომ მთავრობის ხელმძღვანელობა არის პასუხისმგებლობა, ასევე პრეზიდენტის თანამდებობა არის პასუხისმგებლობა და უნდა გადადონ პირადი სიმპათიები და ანტიპათიები. თუ ერთმანეთს ჟინიანობას დაუწყებენ, პრეზიდენტს ამ მოცემულობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარკვეული ფარგლები უკვე დაუწესა მოქმედების, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს საერთოდ აუკრძალონ საგარეო ვიზიტები და მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ შესაბამისი უარი დაასაბუთოს ხოლმე“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.