იაგო ხვიჩია პრეზიდენტს: პარლამენტის წევრს სთხოვო არ შემოვიდეს დარბაზში და ფიქრობდე, რომ ვერ ენდობი, არის შეურაცხმყოფელი

იაგო ხვიჩია პრეზიდენტს: პარლამენტის წევრს სთხოვო არ შემოვიდეს დარბაზში და ფიქრობდე, რომ ვერ ენდობი, არის შეურაცხმყოფელი

პარლამენტის წევრს სთხოვო არ შემოვიდეს პარლამენტის დარბაზში და არ უთხრა რატომ და ფიქრობდე, რომ არ ინდობა, არის შეურაცხმყოფელი პარლამენტის წევრისთვის, - ამის შესახებ, „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„დღეს ხასიათზე ყოფნა მჭირდება იმიტომ, რომ ბილეთი მაქვს ნაყიდი კონცერტზე, ასე რომ ვთქვათ, რაც დიდი ხნის განმავლობაში დაგეგმეს ჩემმა კოლეგებმა. გააჩნია როგორი კონცერტი იქნება. ხომ გინახავთ, რომ კონცერტი უფრო ადრე დაუტოვებია მაყურებელს. მაგრამ დღეს ეჭვი მაქვს, რომ ბოლომდე დავესწრებით. სცენაზე გასვლას არ ვგეგმავ, მომღერლები სხვები არიან, მაგრამ თუ დასჭირდებათ აპლოდისმენტებით ვეცდები დავეხმარო. ყველასთან მაქვს კითხვა, გააჩნია, როგორ გვექნება ამის საშუალება. კენჭისყრის დროს გარეთ რატომ უნდა ვიყო? მე რაც ვთხოვე, რა შეასრულა პრეზიდენტმა?! მე ვთხოვე დაედო ვეტო ჯარის კანონისთვის. პარლამენტის წევრს სთხოვო არ შემოვიდეს პარლამენტის დარბაზში და არ უთხრა რატომ და ფიქრობდე, რომ არ ინდობა, არის შეურაცხმყოფელი პარლამენტის წევრისთვის“,- აღნიშნა ხვიჩიამ.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.