მგონი კარვების გაშლა ოპოზიციამ დავაგვიანეთ. პოლონეთში, ვარშავაში დრამატულ თეატრთან ისე დაყარეს პატრიოტებმა ფერად-ფერადი ლეიბები, როცა მათ ქვეყანას და სახელმწიფოებრიობის დაცვას დასჭირდა, არავის ამოუწკმუტუნია, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„მაგალითად პროტესტი მაქვს და მინდა, რომ გაიშალოს კარავი, შენ ვინ ხარ, რომ ამას მიკრძალავ?! მგონი კარვების გაშლა ოპოზიციამ დავაგვიანეთ. პოლონეთში, ვარშავაში დრამატულ თეატრთან ისე დაყარეს პატრიოტებმა ფერად-ფერადი ლეიბები, როცა მათ ქვეყანას და სახელმწიფოებრიობის დაცვას დასჭირდა, არავის ამოუწკმუტუნია. ეს თუ ვიცით ჩვენ უკვე ოპოზიციამ, რომ ვეტოსაც დაძლევენ, ხომ ეყოფათ ალბათ ხმები ვეტოს დასაძლევად, მაშინ ჩვენ რას ვაკეთებთ?! მგონია, რომ უნდა ვიყოთ რუსთაველზე ძალიან დიდი პროტესტით“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.
პრეზიდენტმა „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო.