კანონს, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, აფერხებს მიტინგის და მანიფესტაციის ჩატარებას, ვეტო უნდა დავადოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„კანონს, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, აფერხებს მიტინგის და მანიფესტაციის ჩატარებას, ვეტო უნდა დავადოთ, რადგან კარვის ფუნქცია არის აქციაზე რაიონიდან ჩამოსული ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სახლი, და პროტესტი არის უწყვეტი, არ გაიყინოს ქუჩაში. „ქართულმა ოცნებამ“ მოიფიქრა, რომ არ იქნება კარავი, არ იქნება პროტესტი. ასე არ არის. კარავიც იქნება და ყველაფერი იქნება თუ ხალხი გაბრაზდება“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტმა „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო.