ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების გამო ომის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 3 300 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
უწყების ცნობით, დაჭრილია 13 000 ადამიანი.
7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2014 წელს, ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დროს გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა. მაშინ, 51-დღიანი ომის დროს 2 251 პალესტინელი დაიღუპა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.