სჯობს სხდომაზე არ შემოვიდნენ ის ხალხი, ვისაც თავის თავის იმედი არ აქვს და ვინც წითელსა და მწვანეს ვერ არჩევს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„მე ვიცი წითელი და მწვანე ღილაკები რას ნიშნავს. პრეზიდენტმა კი გვითხრა არ შემოხვიდეთო, მაგრამ ბოდიში, მე დიდი ბიჭი ვარ და ვიცი რა არ გავაკეთო და რა გავაკეთო“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.