ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, ის სალომე ზურაბიშვილობიდან სალომე სამადაშვილობამდე დავიდა

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, ის სალომე ზურაბიშვილობიდან სალომე სამადაშვილობამდე დავიდა

ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“პრეზიდენტად, სამწუხაროდ, ის საქართველოს პრეზიდენტობიდან დავიდა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობამდე. სალომე ზურაბიშვილობიდან სალომე სამადაშვილობამდე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რა იქნება მომავალში, ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი კვლავაც განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას, ალბათ, განაგრძობს, რა შეუშლის ხელს. აქამდეც იცოდა, რომ კონსტიტუციას უხეშად არღვევდა, თვითონ აქვს აღიარებული. ხვალაც წავა, დაარღვევს, რა შეუშლის. „ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავაც აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება, არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება, უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. თუმცა, მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. იმ ადამიანის მიზანი როცა არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან დაპირისპირება, ის ყველაფერს გააკეთებს. მას აღარ აქვს მუხრუჭი. ის არ იმსახურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღარ იქნება პრეზიდენტი. მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“პრეზიდენტად, სამწუხაროდ, ის საქართველოს პრეზიდენტობიდან დავიდა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობამდე. სალომე ზურაბიშვილობიდან სალომე სამადაშვილობამდე“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი. ამ წუთებში საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სიტყვით გამოდის წარდგინების ავტორი, ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.