როგორც გაერთიანდა ცივილიზებული სამყარო ნაცისტებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად, ასევე უნდა გაერთიანდეს ის „ჰამასის“ დასამარცხებლად, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენი არის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩავიდა.
„ეს მიუთითებს თქვენს პირად ერთგულებაზე ისრაელისა და ისრაელელი ხალხის მომავლის მიმართ. მადლობა იმისათვის, რომ დღეს, ხვალ და ყოველთვის ისრაელის გვერდით ხართ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.