დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის ძირითადი კანონის წინაშე. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და არის - არ დავტოვოთ კონსტიტუციის არცერთი უხეში დარღვევა რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც დღეს წარიმართება, არის სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოხატულება. ქართული საზოგადოება, სამი დღის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოში ისმენდა არგუმენტებს, თუ რატომ დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის მიერ უხეშად საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დადგენილი სამართლებრივი ფაქტის მიხედვით. ეს იყო უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.