პაატა მანჯგალაძე: ჩემი პოზიციაა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ და დავაფიქსიროთ, რა დიდი შეთქმულება მიმდინარეობს - დიდი ღალატია ჩაფიქრებული საქართველოს წინააღმდეგ

პაატა მანჯგალაძე: ჩემი პოზიციაა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ და დავაფიქსიროთ, რა დიდი შეთქმულება მიმდინარეობს - დიდი ღალატია ჩაფიქრებული საქართველოს წინააღმდეგ

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისი პარტია, ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" იმპიჩმენტთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც შეეხება განხილვას, მანჯგალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ექნებათ, თუმცა მისი პოზიციაა, რომ განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

"ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიცია არ გადაგვიხედავს და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ, არც "სტრატეგია აღმაშენებელი" და არც "ნაციონალური მოძრაობა“.

რაც შეეხება განხილვაში მონაწილეობას, ჩემი პოზიციაა, რომ განხილვაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და დავაფიქსიროთ, რა დიდი შეთქმულება მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ. საკითხი აქ არ წყდება - იმპიჩმენტს გამოაცხადებენ თუ არა, შეთქმულების დიდი სცენარი, დიდი ღალატია ჩაფიქრებული საქართველოს წინააღმდეგ და ხორციელდება "ქართული ოცნებისა" და რუსეთის მიერ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

Gami "დ შეთქმულების დიდი სცენარი", " დიდი ღალატი" და ნამცეცა, უტვინო, გორსალა ოპოზიცია. აოე, შიბაქ!
1 წლის უკან