გაცხადებული პოზიცია გვაქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით და არაერთხელ გვითქვამს, რომ არ ვაპირებთ ამაში მონაწილეობას, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ განუცხადა.
„გაცხადებული პოზიცია გვაქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით და არაერთხელ გვითქვამს, რომ არ ვაპირებთ ამაში მონაწილეობას. არ ვაპირებთ, რომ სხდომათა დარბაზში ვიყოთ და მითუმეტეს, არ ვაპირებთ, რომ მხარი დავუჭიროთ [პრეზიდენტის იმპიჩმენტს]. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. აქ საუბარი არ არის სახელსა და გვარზე - სალომე ზურაბიშვილზე, აქ საუბარია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე. კიდევ უფრო მეტიც, წარმოუდგენელი, აბსურდული და სრული სისულელეა ის ბრალდება, რა ბრალდებაც „ქართულ ოცნებას“ მასთან აქვს, იმ პრეზიდენტთან, რომელიც 2018 წელს თვითონვე გაიყვანა პრეზიდენტად“, - აღნიშნა წითლიძემ.
დღეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. სხდომას დაესწრება თავად სალომე ზურაბიშვილიც. წინასწარ ცნობილია, რომ იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობა და „ევროპელი სოციალისტები“ დაუჭერენ მხარს.