ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილი არგუმენტებზე სასაუბროდ არ მიდის.
„არგუმენტებზე სასაუბროდ როგორც ჩანს არც პრეზიდენტი მოდის და არგუმენტები არც ოპოზიციას გააჩნია. ოპოზიცია მოქმედებს პრინციპით - სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს, რაც შეეხება პრეზიდენტს, მას უნდა შექმნას ისეთი სურათი, რომ კვლავ გამოაცხადოს უსაფუძვლო ბრალდება ანტიევროპულობასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის უსუსური მცდელობები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. სხდომას დაესწრება თავად სალომე ზურაბიშვილიც. წინასწარ ცნობილია, რომ იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობა და „ევროპელი სოციალისტები“ დაუჭერენ მხარს.