ბენიამინ ნეთანიაჰუ: ღაზაში საავადმყოფოს ბარბაროსმა ტერორისტებმა შეუტიეს და არა ისრაელის თავდაცვის ძალებმა

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ღაზაში საავადმყოფოს ბარბაროსმა ტერორისტებმა შეუტიეს და არა ისრაელის თავდაცვის ძალებმა

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უერთდება ისრაელის ოფიციალური პირების მზარდ სიას, რომლებიც ღაზაში, საავადმყოფოზე თავდასხმაში პალესტინელ ტერორისტებს ადანაშაულებენ. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

„მთელმა მსოფლიომ იცის: ღაზაში საავადმყოფოს ბარბაროსმა ტერორისტებმა შეუტიეს და არა ისრაელის თავდაცვის ძალებმა. ისინი, ვინც სასტიკად მოკლა ჩვენი შვილები, საკუთარ შვილებსაც კლავენ“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა და მომხდარში ისრაელს ადანაშაუელებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრეს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.