ღაზაში საავადმყოფოზე იერიშის შემდეგ, ათობით ადამიანმა იორდანიაში ისრაელის საელჩოში შეჭრა სცადა

ღაზაში საავადმყოფოზე იერიშის შემდეგ, ათობით ადამიანმა იორდანიაში ისრაელის საელჩოში შეჭრა სცადა

იორდანიაში ათობით ადამიანმა ისრაელის საელჩოში შეჭრა სცადა. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ღაზაში საავადმყოფოში მომხდარი აფეთქება გახდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ გაბრაზებული ხალხი საელჩოს შენობას უახლოვდება და შეჭრას ცდილობს.

— Fadi Amun | فادي أمون | פאדי אמון (@FadiAmun) October 17, 2023

პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა და მომხდარში ისრაელს ადანაშაუელებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.