კახა კალაძე ხოშტარია-ჯაფარიძის ახალ პლატფორმაზე: მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე

კახა კალაძე ხოშტარია-ჯაფარიძის ახალ პლატფორმაზე: მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე

როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პარტიების - „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროას“ - მიერ შექმნილ ახალ პლატფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან მავნებლები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„ორი „ლუზერი“ რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და მოქმედებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. ერთი ჩახდილი დარბოდა, შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვისაუბრო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

„გირჩმა-მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ გადაწყვიტეს, საქართველოში რუსულ სამსახურებთან კავშირში მყოფი ადამიანები ამხილონ და მათი სახელები და გვარები კონკრეტულ ვებ-გვერდზე განათავსონ.