პრეზიდენტი თან არ ენდობა ოპოზიციიდან ბევრს და თან უხერხულ მდგომარეობას აცილებს იმიტომ, რომ გახსოვთ ჩვენი მოწოდება, რომელიც მე გუშინ ბრიფინგზე გავახმოვანე, რომ კენჭისყრას თუ არ დაესწრებიან, გასაგებია, რომ არ ენდობიან ერთმანეთს, დაესწრონ განხილვას მაინც იმიტომ, რომ ძალიან საინტერესოა რა არგუმენტს წარმოადგენენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„რადგან პრეზიდენტმა იცის, რომ არგუმენტები არ არის, მან გადაწყვიტა, რომ მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტები, მათ შორის ძალიან სპეკულაციური წარმოადგინოს. ყოველგვარი სამართლებრივი და მსგავსი საკითხები გვერდზე გადადოს. არ აქვს იმედი, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რაიმე სისულელეს არ დააბრეხვებენ, ამიტომ განარიდა ამ პროცესს და მოუწოდა, რომ არ შემოვიდნენ“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.