მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი თავისი ქმედებით კონსტიტუციური ჩარჩოებიდან საერთოდ გავიდა

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი თავისი ქმედებით კონსტიტუციური ჩარჩოებიდან საერთოდ გავიდა

პრეზიდენტი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა თავისი ქმედებით და ასევე იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთოდ არ ცნობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სალომე ზურაბიშვილმა მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე არ დაიშურა შეურაცხმყოფელი სიტყვები საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც დღესა და ღამეს ასწორებდნენ, განსაკუთრებით მისი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რომ ის საქართველოს პრეზიდენტად არჩეულიყო. მის წინასაარჩევნო კამპანიაში რომ არა ამ ადამიანების ჩართულობა, ნული იყო შანსი, იმდენად არ ჰქონდა ამ ადამიანს საკუთარი ავტორიტეტი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა, რომ არ გადადგება.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.